Plasmon
AVENE - Pierre Fabre

ავენი
ავენის თერმული წყარო 1736 წელს, საფრანგეთში აღმოაჩინეს და მას შემდეგ, ამ უნიკალურ სითხეს ათასგვარი სასწაული უკავშირდება! ავენის თერმული წყლის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანმა შესწავლამ საკმაო დრო მოითხოვა და ის მეცნიერებმა ოფიციალურად 1874 წელს აღიარეს. ამჟამად ბრენდი Pierre Fabre Laboratories-ის კუთვნილებაა და დერმო-კოსმეტიკის (PFDC) სფეროში წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს. ავენის წყალზე დამზადებული უნიკალური საშუალებებით მსოფლიოს 140 ქვეყანაში სარგებლობენ.
პაციენტებს საშუალება აქვთ მკურნალობის კურსი ჩაიტარონ საფრანგეთში და მიმართონ ავენის თერმულ სადგურს - ავენის დერმატოლოგიურ ცენტრს, რომელიც აპრილიდან ოქტომბრამდე ფუნქციონირებს. ცენტრის ექიმები პაციენტებს მკურნალობის ინდივიდუალურ პროგრამას უდგენენ და ავენის გამდინარე თერმული წყლით ექსკლუზიურ პროცედურებს უტარებენ. ავენის თერმული წყალი ბაქტერიოლოგიურად სუფთაა, მისი PH ნეიტრალურია და შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ოლიგოელემენტებს. ის ასევე მდიდარია კვარცით. წყლის ტემპერატურა მუდმივად 25.6 ოჩ-ია. დამტკიცებულია, რომ ავენის წყალი ამცირებს უჯრედის მგრძნობელობას და ამშვიდებს კანს, აუმჯობესებს უჯრედშორის მიმოქცევას; ახდენს უჯრედების მემბრანის განმტკიცებას და აღადგენს კანის ბალანსს, ააქტიურებს იმუნური დაცვის ძირითადი უჯრედების ფუნქციონირებას. უზრუნველყოფს კანის დაცვას.
ეს ერთადერთი თერმული წყალია, რომელიც პირდაპირ წყაროსთან მიერთებული მილიდან, სტერილურად ჩამოისხმება. ამგვარი მეთოდის წყალობით, სრულფასოვნად ხერხდება წყლის უნიკალური სამკურნალო თვისებების შენარჩუნება.
სხვადასხვა მიზეზით გაღიზიანებული, დაჭიმული, გახურებული და გაწითლებული კანი ნამდვილ შვებას იგრძნობს, თუკი მას ავენის თერმულ წყალს მიაპკურებთ. 
მზისგან გამოწვეული გაღიზიანება, ზაფხულის სიცხე, გაპარსვა, ეპილაცია, მგზავრობა, ვარჯიშის შემდეგ გამომჟღავნებული სიწითლე, ალერგიული გამოვლინებები, ბავშვის გაღიზიანებული კანი – ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენი კანი ავენის თერმულ წყალს ნატრობს. სპეციალურად ამ მიზნით ჩამოსხმული ავენის თერმული წყალი, სასხურებლის დახმარებით, მეტად მოსახერხებელია გამოყენებისთვის. მიისხურეთ მაცოცხლებელი წყალი, გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ შეიმშრალეთ. ხოლო თუკი კანი ძალიან არის გაღიზიანებული, რეკომენდირებულია მასში დასველებული საფენების გამოყენება (დაფენა 15 წუთის მანძილზე). პროცედურა მოგანიჭებთ სასიამოვნო შეგრძნებას და ეპიდერმისზე ძლიერ დამცავ ფილტრს წარმოქმნის. 
მგრძნობიარე კანის სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად, ავენის დერმატოლოგიურმა ლაბორატორიამ შექმნა კოსმეტიკური საშუალებების გამა, რომლის მთავარი კომპონენტი - ავენის თერმული წყალია.