Plasmon
Sanofi

სანოფს ინოვაციათა 100-წლიანი მდიდარი ისტორია გააჩნია

სანოფი-ავენტისი დაფუძნდა 2004 წელს, როდესაც სანოფი-სინთელაბომ (1999 წელს სანოფისა და სინთელაბოს შერწყმის შედეგად შექმნილი კომპანია) შეისყიდა ავენტისი (Hoechst-სა და Rhône-Poulenc-ის შერწყმის შედეგად 1999 წელს ჩამოყალიბებული კომპანია).

სანოფი შეიქმნა 1973 წელს ფრანგული ნავთობ-კომპანიის Elf Aquataine-ის მიერ, როდესაც მან ფარმაცევტული ჯგუფი Labaz შეისყიდა. სანოფი გაფართოვდა საერთაშორისო შესყიდვებისა და შიდა წარმოების განვითარების კომბინირებით, რაც გამოიხატა მისი პირველი მთავარი პროდუქტის - ტიკლიდის წარმოებაში ჩაშვებით. სანოფი შევიდა ამერიკულ ბაზარზე 1994 წელს Sterling Winthrop-ის შესყიდვის შემდეგ. ინოვაცია კვლავ ცენტრალურ ადგილზე დარჩა და 1986 წელს იგი დაჯილდოვდა პრესტიჟული პრიზით - „გალიენის ჯილდოთი“ ანტი-კოაგულური საშუალების - ჰეპარინის შექმნისა და 1987 წელს - ანტი-თრომბული პრეპარატის ტიკლიდის წარმოებასთან დაკავშირებით.

სინთელაბო ჩამოყალიბდა 1970 წელს, ორი ფრანგული ფარმაცევტული ლაბორატორიის - Laboratoires Dausse (შეიქმნა 1934 წელს) და Laboratoires Robert & Carrière (შეიქმნა 1899 წელს) შერწყმის შედეგად.

ავენტისი შეიქმნა 1999 წელს, ფრანგული კომპანიის Rhône Poulenc-სა და Hoechst Marion Roussel-ის შერწყმის შედეგად. Hoechst-ის ისტორია ასახავს ქიმიკატების ინდუსტრიის გაფართოებას. 1974 წელს Hoechst-მა კიდევ უფრო ინტენსიური გახადა მისი საქმიანობა პრეპარატების წარმოებასთან დაკავშირებით  Roussel-Uclaf-ის შესყიდვით, რასაც მოჰყვა მისი შერწყმა ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიასთან Marion Merrel-თან 1995 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავენტისი წარმოდგენილია გლობალური მასშტაბით და გააჩნია მძლავრი საფუძველი ინოვაციური ცხოვრების სამეცნიერო ტექნოლოგიებში. კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოახდინა ინვესტირება გენომური საშუალებების, იმუნოლოგიური და გენური თერაპიის „ახალი ტალღის“ ტექნოლოგიების განვითარებაში.

Rhône Poulenc ჩამოყალიბდა 1928 წელს, ქიმიკატებთან, ტექსტილთან და ფარმაცევტულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების მიზნით. 1990-იან წლებში, კომპანიამ შეისყიდა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Rorer (ორ ეტაპად - 1990 და 1997 წლებში), ვაქცინების ლაბორატორია - Pasteur Mérieux Connaught (1997 წელს) და ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია Fisons (1995 წელს) ფარმაცევტული პრეპარატების სფეროში მნიშნელოვან გლობალურ მოთამაშედ გახდომის მიზნით. 
2004 წლიდან, სანოფი-ავენტისმა განიცადა წინსვლა მრავალფეროვანი, გლობალური სამედიცინო კომპანიის სახით, რომელიც პაციენტთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით იყენებს სიხლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.