1997 წლიდან “ნეიროგანვითარების ცენტრმა” დანერგა ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები საქართველოში და დღესაც წარმოადგენს წამყვან კლინიკას ამ სფეროში. იგი ორიენტირებულია განვითარების სხვადახვა ტიპის დარღვევების (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზე.
დაავადებათა რიცხვი დიდია: ბავშვთა ცერებრული დამბლა, ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, აუტისტური სპექტრის დარღვევები, ეპილეფსია, ბავშვთა ემოციური და ქცევითი აშლილობები და სხვ. მათი ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ცენტრი ექსკლუზიურად ფლობს შეფასების ყველაზე თანამედროვე შკალებსა და ტესტებს, ჰყავს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში (აშშ, ინგლისი, გერმანია, ავსტრია) სერტიფიცირებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
მკურნალობა ხდება თითოეული პაციენტისათვის შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით სპეციალისტთა გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშია ექიმი ნევროლოგი, ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი), ოკუპაციური თერაპევტი, ორთოზისტი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, ფსიქიატრი, ხელოვნების თერაპევტი.
მათ საერთო მიზანს წარმოადგენს მაქსიმალური სამედიცინო გაუმჯობესების მიღწევა, ბავშვის მაქსიმალური სოციალური ადაპტაცია და საბოლოოდ, იზოლირებული, პასიური ადამიანის ნაცვლად, საზოგადოების დამოუკიდებელი, წარმატებული და აქტიური წევრის ჩამოყალიბება